loader

წუთიერი დუმილი საქართველოს პარლამენტში ავიაკატასტროფის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წუთიერი დუმილი საქართველოს პარლამენტში ავიაკატასტროფის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად

ქუთაისის პარლამენტში დღეს რიგგარეშე სესია იმართება, რომელზეც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება განხორციელდება. სესიის დაწყებამდე დეპუტატებმა "ბოინგ 777"-ის ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

როგორც პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, საქართველოს პარლამენტი ერთხმად უერთდება მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყნის, ყველა მოქალაქის ერთსულოვან განწყობას იმის თაობაზე, რომ უნდა ჩატარდეს გამოძიება და დამნაშავე პირები, პოლიტიკური ძალები თუ სახელმწიფოები სათანადოდ უნდა დაისაჯონ.

Minute of silence at Georgian Parliament in memory of Malaysian plane crash victims - Watch the video on georgianews.ge