loader

უკანასკნელი ვიდეო დონეცკში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკანასკნელი ვიდეო დონეცკში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტიდან

ავსტრალიური პორტალი news.com.au ავრცელებს კადრებს, რომელიც გამოცემის ინფორმაციით, "ბოინგ 777"-ის ჩამოვარდნამდე გადაღებული უკანასკნელი ვიდეოა. ფონზე ისმის პილოტის ხმა: "მოცემულ მომენტში მგზავრთა დასხდომა და ბარგის ჩატვირთვა სრულდება. გთხოვთ, დარწმუნდით, რომ თქვენი მობილური ტელეფონი გამორთულ რეჟიმშია".

ინტერნეტგამოცემის ინფორმაციით, კადრები თვითმფრინავის მალაიზიელი მგზავრის, ალი მიდ სალიმის მიერ არის გადაღებული, რომელიც ამ უკანასკნელმა საკუთარ "ინსტაგრამზე" ატვირთა. როგორც ჩანს, 30 წლის მამაკაცს გული ცუდს უგრძნობდა. მან ასეთი მინაწერი გაუკეთა ვიდეოს: "ღმერთის სახელით... ცოტათი ვნერვიულობ".

მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი "ბოინგ 777", რომლის ბორტზე 298 ადამიანი იმყოფებოდა, დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ გრაბოვოში 17 ივლისს, საღამოს ჩამოვარდა. ავიალაინერი ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის რეისს ასრულებდა და 10 ათასი მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა.

ასევე იხილეთ:

შემზარავი კადრები: დამსხვრეული მალაიზიური ”ბოინგი” და დაღუპული მგზავრები (+18)

"მეორედ დავიბადე" - იღბლიანი ქალი, რომელმაც საბედისწერო რეისზე დააგვიანა

"ბოევიკების" აუდიოჩანაწერი, სადაც ისინი სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე საუბრობენ

“In the name of God...” - final moments before Malaysian plane departed - Watch the video on georgianews.ge