loader

"ნაციონალებმა" პარლამენტში პლაკატები გამოფინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნაციონალებმა" პარლამენტში პლაკატები გამოფინეს

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების დროს, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პლაკატები გამოფინეს. პლაკატებზე ქართულ და ინგლისურ ენებზე აღნიშნულია : "ევროკავშირში პოლიტიკური პატიმრების გარეშე", "ევროპული საქართველო პოლიტიკური დევნის გარეშე" და ა.შ.
უმცირესობის მიერ პარლამენტში გამოფენილ პლაკატებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სხდომის განახლებისთანავე გამოეხმაურა. მან დარბაზში მყოფ უცხოელ კოლეგებსა და დიპლომატებს მიმართა, კარგად დააკვირდნენ, თუ რა ხარისხშია საქართველოში სიტყვის თავისუფლება.