loader

რას ფიქრობენ მოსკოველები მალაიზიური თვითმფრინავის ტრაგედიაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ფიქრობენ მოსკოველები მალაიზიური თვითმფრინავის ტრაგედიაზე

"რადიო თავისუფლების" კორესპონდენტმა მოსკოვის ქუჩებში გამოკითხვა ჩაატარა, რომელიც უკრაინაში მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოვარდნას ეხებოდა.

"იყო ინფორმაცია, რომ პუტინი მიფრინავდა, შესაძლოა მისი ჩამოგდება უნდოდათ"; "ამერიკელები იმდენად სასტიკები არიან, რომ საკუთარ მოქალაქეებსაც არ დაინდობდნენ"; "ჩვენი პრეზიდენტი მიფრინავდა თვითმფრინავით, რომელიც იმ ბოინგს გავდა", "ეს უკრაინის ხელისუფლების პროვოკაციაა, ყველაფერში დამნაშავე უკრაინა და პოროშენკოა" - ასეთია გამოკითხული მოსკოველების უმრავლესობის მოსაზრებები.

17 ივლისს, მალაიზიური ავიაკომპანიის ბოინგი, რომელიც ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის მიმართულებით ასრულებდა რეისს, უკრაინის ტერიტორიაზე, დონეცკის ოლქში, რუსეთის საზღვართან ახლოს ჩამოვარდა. ბორტზე 10 ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად 283 მგზავრი და ეკიპაჟის 15-ვე წევრი დაიღუპა.

ასევე იხილეთ:

"ადამიანები ციდან ცვიოდნენ" - საზარელი კადრები თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილიდან (+18)

"რა ლამაზად ჩამოაგდეს, არა?" - პრორუსი დონეცკელების შოკისმომგვრელი რეაქციები ავიაკატასტროფაზე