loader

"უზრდელი ხარ შენ!" - ჯაბა სამუშიას და ალეკო ელისაშვილის დაპირისპირება პრემიების საკითხზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უზრდელი ხარ შენ!" - ჯაბა სამუშიას და ალეკო ელისაშვილის დაპირისპირება პრემიების საკითხზე

თბილისის საკრებულოში პრემიებთან დაკავშირებული საკითხის რეგლამენტში შეტანას დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. პრემიების გაცემაზე უარის თქმის საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს სხდომაზე ინიციატივით რესპუბლიკელები შევიდნენ. სხდომის დასაწყისში, მათ მოითხოვეს, რომ საკრებულოში პრემიების გაცემაზე უარის თქმის საკითხი კენჭისყრაზე დამდგარიყო. ამ ინიციატივას რამდენიმე ფრაქცია დაეთანხმა.

როგორც ფრაქცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ჯაბა სამუშიამ განაცხადა, ეს საკითხი შესწავლას საჭიროებს, რისთვისაც დრო არის საჭირო, რადგან პრემიების გაცემა საკრებულოში მარტო თანამდებობების პირებს არ ეხებათ და ამდენად, საკრებულოს უნდა მიეღო ისეთი ფორმულირება, რომელიც მომავალში დავას არ გამოიწვევდა.

ჯაბა სამუშიას თქმით, პრემიების საკითხი მას ძალიან აწუხებს. ჯაბა სამუშიას რეპლიკით უპასუხა საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრმა ალეკო ელისაშვილმა. მისი თქმით, რა თქმა უნდა, ჯაბა სამუშიას პრემიების საკითხი აწუხებს, რადგან მას ყველაზე დიდი პრემია აქვს აღებული.
ჯაბა სამუშია კოლეგის ამ განცხადებამ გააღიზიანა და ალეკო ელისაშვილს უზრდელი უწოდა. თავის მხრივ, ალეკო ელისაშვილი სკამიდან ადგა და სამუშიასკენ გაემართა. თუმცა, ელისაშვილი დავით ზურაბიშვილმა შეაჩერა.