loader

ლექსები კოცონთან და ღია ბიბლიოთეკა პლაჟზე - "ბიბლუსის" სოციალური პროექტი ბათუმში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლექსები კოცონთან და ღია ბიბლიოთეკა პლაჟზე - "ბიბლუსის" სოციალური პროექტი ბათუმში

მაღაზიათა ქსელმა "ბიბლუსმა" ბათუმში ღია საზღვაო ბიბლიოთეკა გახსნა. ბიბლიოთეკა საზაფხულო თეატრის მოპირდაპირე პლაჟზე მდებარეობს.

ღია ბიბლიოთეკის გახსნა ირაკლი ფაღავას პოეზიის საღამოთი აღინიშნა. პლაჟზე, კოცონის გარშემო, ახალგაზრდა პოეტის ლექსებისა და მუსიკალური ნაწარმოებების მოსასმენად ათობით მსურველი შეიკრიბა.

"ბიბლუსის" მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელის, თათა დგებუაძის ინფორმაციით, ღია ბიბლიოთეკით სარგებლობა მომხმარებელს პირადობის მოწმობით შეუძლია. მისივე განმარტებით, აღნიშნულ პროექტს "ბიბლუსი" უკვე მეოთხე წელია ახორციელებს.

"ბიბლუსის" ღია ბიბლიოთეკა საზღვაო სეზონის ბოლომდე იმუშავებს.


Poetry around bonfire and open-air library on Batumi beach from “Biblusi” - Watch the video on georgianews.ge