loader

ქართველი, რომელიც უკრაინისთვის იბრძვის და ემოციური ისტორია აფხაზეთში მებრძოლ უკრაინელებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი, რომელიც უკრაინისთვის იბრძვის და ემოციური ისტორია აფხაზეთში მებრძოლ უკრაინელებზე

"ქართველი სამხედრო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძვის" - ამ სათაურით ავრცელებს უკრაინული ტელეკომპანია Espreso.TV თითქმის 4-წუთიან ვიდეოს, რომელშიც ქართველი მამაკაცი, სახელად ირაკლი საუბრობს, თუ რატომ ჩავიდა მოძმე უკრაინაში ქვეყნის მთლიანობის დასაცავად.

"4 კვირის წინ ჩამოვედი, ყოფილი სამხედრო ვარ. შეიძლება ითქვას, რომ უკრაინელებს და ქართველებს საერთო პრობლემები გვაქვს. ბევრი მეკითხება, რატომ ვარ აქ, რატომ ჩამოვედი. ზოგი ფიქრობს, რომ დაქირავებული ვარ, მაგრამ ასე არ არის. ერთ ისტორიას მოგიყვებით... 22 წლის წინ, როდესაც ჩვენ აფხაზეთში ვიბრძოდით, ჩვენთან ერთად ვაჟკაცი უკრაინელები იბრძოდნენ. მათგან 16 დაიღუპა, აქედან ოთხი საქართველოში არის დასაფლავებული. სოხუმში არის მდინარე გუმისთა, სადაც ფრონტის ხაზი გადიოდა. 22 წლის წინ ერთ-ერთ უკრაინელ ბიჭს ვკითხე, თუ რატომ ჩამოვიდნენ ჩვენ დასახმარებლად. მან მითხრა: "თუ ახლა არ შევაჩერებთ მათ გუმისთაზე, მაშინ ხვალ მოგვიწევს მათი შეჩერება დნეპრზე. სამწუხაროდ, ეს ასეც მოხდა. დღეს მინდა პირიქით ვთქვა, ეს მხოლოდ უკრაინის ომი არაა, ეს საქართველოს ომიცაა. როცა ჩვენ აქ გავიმარჯვებთ, ჩვენ საქართველოშიც გავიმარჯვებთ და დავიბრუნებთ მიწებს, რომლებიც რუსებს აქვთ ოკუპირებული" - ამბობს ქართველი ჯარისკაცი.

Georgian soldier fighting for Ukraine’s territorial integrity - Watch the video on georgianews.ge