loader

ყვითელი ავტობუსების მძღოლები პოლიციისგან პატრულირების გაძლიერებას და მათი უფლებების დაცვას ითხოვენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყვითელი ავტობუსების მძღოლები პოლიციისგან პატრულირების გაძლიერებას და მათი უფლებების დაცვას ითხოვენ

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ყვითელი ავტობუსების მძღოლების საპროტესტო აქცია გაიმართა. მათ შს სამინისტროში განცხადება შეიტანეს და მოითხოვეს ავტობუსების ბოლო გაჩერებებზე გაძლიერდეს პატრულირება და დაცული იყოს მძღოლების უფლებები.

როგორც ტრანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარე ლავრენტი ალანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მგზავრების მხრიდან მძღოლების უფლებების დარღვევა ხშირია და ამიტომ შს სამინისტრო ვალდებულია მათი უფლებები დაიცვას.

როგორც მძღოლები აცხადებენ, უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში მგზავრების მხრიდან მძღოლებისთვის შეურაცხყოფის მიყენების ბევრი ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის რამდენიმე დღის წინ მგზავრთან შელაპარაკების შემდეგ #19 ავტობუსის მძღოლი ფონიჭალაში გარდაიცვალა.


იხილეთ: ტრაგედია ფონიჭალაში - მგზავრთან ფიზიკურ დაპირისპირებას ავტობუსის მძღოლი ემსხვერპლა