loader

ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროს ტაიფუნი დაატყდა თავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროს ტაიფუნი დაატყდა თავს

ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროს წყნარი ოკეანის ტაიფუნი "მატმო" დაატყდა თავს. სტიქიამ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ინფრასტრუქტურას და საცხოვრებელ სახლებს დიდი ზიანი მიაყენა. ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარეც საათში 140 კილომეტრს აღწევდა, ხეებს და ელექტრობოძებს გლეჯდა. თავსხმა წვიმამ ზოგიერთი უბანი დატბორა, მთიან რეგიონებში კი მეწყერი გამოიწვია. ყველაზე მეტად კუნძულის ჩრდილოეთი და ცენტრალური ნაწილი დაზარალდა.