loader

ინდოეთში სასკოლო ავტობუსის მატარებელთან შეჯახებას 12 ბავშვი ემსხვერპლა (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინდოეთში სასკოლო ავტობუსის მატარებელთან შეჯახებას 12 ბავშვი ემსხვერპლა (+18)

ინდოეთში სასკოლო ავტობუსის მატარებელთან შეჯახების შედეგად 12 ბავშვი დაიღუპა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ტრაგედია ტელენგანას შტატში, მედაკის ოლქში მოხდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულია 16 ბავშვი, მათი ასაკი 7-დან 14 წლამდეა.

ავტოავარია მაშინ მოხდა, როდესაც ავტობუსს მოსწავლეები სკოლაში მიჰყავდა. ავარიის დროს დაიღუპა ავტობუსის მძღოლიც. ინდოეთში სარკინიგზო შეჯახებები ხშირად ხდება და უმეტეს შემთხვევაში, ამის მიზეზად მატარებლის არასწორი მართვა და უყურადღებობა სახელდება.