loader

ხანშიშესული ქალი ქურდს ვედროთი და იატაკის ჯოხით დაედევნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხანშიშესული ქალი ქურდს ვედროთი და იატაკის ჯოხით დაედევნა

მამაცი ბებო ქურდს, რომელმაც ჩანთიდან ფული მოპარა, იატაკის ჯოხით და ვედროთი დაედევნა. ვიდეოზე, რომელიც შენობაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, ჩანს, როგორ შედის ქურდი და შემდეგ რამდენიმე წამში გამორბის, მას კი უკან 58 წლის მისის კერი მიჰყვება.

"დავინახე, როგორ ჩაძვრა ჩემს ჩანთაში და დავუყვირე. ხელში იატაკის ჯოხი და ვედრო მეჭირა. მან გაქცევა მოასწრო და გავეკიდე. მინდოდა დამეჭირა, მაგრამ სამწუხაროდ, ის სწრაფი აღმოჩნდა. იქნებ ვედრო და ჯოხი რომ გადამეგდო, უფრო მალე დავწეოდი. უბრალოდ, იმ მომენტში იატაკს ვწმენდი და ვერ მოვიფიქრე", - განაცხადა მისის კერიმ.