loader

ვიდეოფაქტი აბაშიძის ქუჩიდან: შინაური ცხოველების ფეკალიები და შეწუხებული გამვლელები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვიდეოფაქტი აბაშიძის ქუჩიდან: შინაური ცხოველების ფეკალიები და შეწუხებული გამვლელები

ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე, ისევე, როგორც თბილისის სხვა ბევრ უბანში, ადგილობრივებს დაბინძურებული ქუჩების გარდა, კიდევ ერთი პრობლემა - შინაური ცხოველების ფეკალიები აწუხებთ. როგორც მრგვალ ბაღში და აბაშიძის ქუჩაზე, ადგილობრივებმა და გამვლელებმა გვითხრეს, ძაღლების ფეკალიები ვაკის ქუჩებსა და ტროტუარებზე ყოველდღიურად იმატებს.

პრობლემა განსაკუთრებით ზაფხულში მწვავდება, რადგან ადგილობრივების თქმით, სიცხეში ძაღლების ფეკალიების გამო ზოგან საშინელი სუნი დგას. მოქალაქეები ძაღლების მეპატრონეებს მოუწოდებენ, საკუთარ შინაურ ცხოველებს მეტი ყურადღება მიაქციონ და განავალი ქუჩაში არ დატოვონ.

ასევე იხილეთ:

ვიდეოფაქტი: ნასუფრალი თბილისური კორპუსის ეზოში

ვიდეოფაქტი: პლასტმასის ბოთლებით დაფარული სიონის ტბა

ვიდეოფაქტი: საყოფაცხოვრებო ნარჩენები და ნაგავი თბილისის ზღვაზე