loader

"საინტერესო სახელი მაქვს მოფიქრებული თქვენთვის, მაგრამ ცალკე გეტყვით" - ღარიბაშვილი ნადირაშვილს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საინტერესო სახელი მაქვს მოფიქრებული თქვენთვის, მაგრამ ცალკე გეტყვით" - ღარიბაშვილი ნადირაშვილს

საქართველოს პარლამენტში, უმცირესობასთან შეხვედრისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა. შეხვედრისას ირმა ნადირაშვილმა შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს გამოუძიებელი საქმეების შესახებ დაუსვა კითხვა, რასაც ღარიბაშვილი გამოეხმაურა.

უმცირესობის დეპუტატის კითხვაზე, თუ ვინ მოიპარა გამოძიებიდან ჰაკიმ ფაშას ვიდეოების მასალები და ვინ ატვირთა, პრემიერმა ხუმრობით უპასუხა, რომ ეს ვიდეოები მისი ატვირთულია. "ამის მერე ჰაკიმ ფაშას რომ გიწოდებთ, ალბათ, უმრავლესობა აღარ გააპროტესტებს" - უპასუხა ნადირაშვილმა.

ასევე იხილეთ: ირაკლი ღარიბაშვილის "კახურმა სიბრძნემ" საპარლამენტო უმცირესობა გაამხიარულა