loader

დასაქმების შანსი სტუდენტებისთვის! - ორკვირიანი სამუშაო 400-500-ლარიანი ანაზღაურებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დასაქმების შანსი სტუდენტებისთვის! - ორკვირიანი სამუშაო 400-500-ლარიანი ანაზღაურებით

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის თანახმად, მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროექტში სტუდენტებიც ჩაერთვებიან.

პროგრამაში სულ 1680 სტუდენტი ჩაერთვება. პროექტში სტუდენტები ერთვებიან შემდეგი პრინციპით: უნივერსიტეტის ფაკულტეტებმა აიღეს ვალდებულება, რომ თითოეული ფაკულტეტიდან გაეწიათ მაღალი მოსწრების და მაღალი შეფასების მქონე სტუდენტებისთვის რეკომენდაცია. თითოეულ რეკომენდირებულ სტუდენტს აქვს ფაკულტეტის დეკანის რეკომენდაცია.

დასაქმება 5-დან 19 ნოემბრის ჩათვლით მოხდება, ხოლო მოსამზადებელი ტრენინგები 23 ოქტომბრიდან 1-ლი ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება. სტუდენტები ანაზღაურების სახით 400-500 ლარს აიღებენ.