loader

გოგონა მომაკვდავი დედის მუცლიდან დაიბადა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გოგონა მომაკვდავი დედის მუცლიდან დაიბადა

სულ რამდენიმე დღის წინათ დაბადებულ გოგონას, სახელად შაიმას, მომავალში სხვა თავგადასავალი რომც არ გადახდეს, მისი დაბადების ისტორია ყველაფერს აანაზღაურებს. შაიმა შუა ომის დროს, ღაზაში, მომაკვდავი დედის მუცლიდან დაიბადა. დედამისი, 24 წლის შაიმა ჰუსეინ ალ-შეიხ-ალი საჰაერო თავდასხმის დროს დაიჭრა - ჭურვი მისი სახლის სახურავს დაეცა.

ექიმების თქმით, პატარა გოგონას მამა და ძმაც საჰაერო თავდასხმისას დაიღუპნენ. გოგონა საკეისრო კვეთით, ღაზას სამშობიაროში დაიბადა. ბავშვი ორ კილოგრამსა და ორას გრამს იწონის და მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, თავიდან ჟანგბადის ნაკლებობა ჰქონდა და სუნთქვა უჭირდა.