loader

გლდანში მომხდარი ხანძრის კვამლი უზარმაზარ ტერიტორიაზე გაიფანტა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გლდანში მომხდარი ხანძრის კვამლი უზარმაზარ ტერიტორიაზე გაიფანტა

თბილისში, წყალსადენის ქუჩაზე მდებარე "გალფის" ნავთობბაზაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. კვამლი უზარმაზარ ტერიტორიას მოედო და თბილისის თითქმის ყველა უბნიდან შესაძლებელი იყო მისი დანახვა.

ნავთობბაზის ტერიტორიაზე 12-მდე მანქანა დაიწვა. ტერიტორიაზე ამ დრომდე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ადგილზე იმყოფება რკინიგზის სახანძრო სამსახურის მატარებელი, რომელიც 100 ტონა წყლით არის დატვირთული და სახანძრო მანქანებს ამარაგებს. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან კომპანია "გალფის" წარმომადგენლებიც.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. დაწყებულია გამოძიება.

ასევე იხილეთ: ძლიერი ხანძარი გლდანში: წყალსადენის ქუჩაზე ნავთობბაზა იწვის