loader

ვინ იყო 21 წლის რუსთაველი ბიჭი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად ბავშვი სიკვდილისგან იხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ იყო 21 წლის რუსთაველი ბიჭი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად ბავშვი სიკვდილისგან იხსნა

რუსთავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 21 წლის ოთო გურგენიშვილი გარდაიცვალა. მან სიკვდილს მცირეწლოვანი ბავშვი გადაარჩინა, რომელსაც გზაზე გადასვლის დროს მანქანა ეჯახებოდა. ოთო გურგენიშვილმა ბავშვს ხელი ჰკრა და მანქანას აარიდა, რის შემდეგაც დიდი სისწრაფით მიმავალი "მერსედესის" ჯიპი მას დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად ოთო ადგილზევე გარდაიცვალა, მისი მეგობარი გოგონა კი, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა, მსუბუქად დაშავდა.

ოთო გურგენიშვილი პოეზიით იყო გატაცებული. ის თავის ლექსებს youtube-ზე, საკუთარ არხზე აქვეყნებდა, ასევე, "ფეისბუქზე" შექმნილ გვერდზე "ოთო გურგენიშვილის პოეზია".

წყარო: საინფორმაციო პორტალი ამბები.გე