loader

მეტრო "ნაძალადევთან" მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მეტრო "ნაძალადევთან" მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, ცოტნე დადიანის გამზირზე, მეტრო "ნაძალადევთან" მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა. როგორც "პალიტრა TV"-ს მაღაზია "ანას" თანამშრომელმა ირმა საღერიშვილმა განუცხადა, მან დილით მაღაზია გააღო, მაცივრები ჩართო, რის შემდეგაც ელექტროსადენებს ცეცხლი გაუჩნდა.

ადგილზე მუშაობდნენ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. ხანძრის ლიკვიდირება დროულად მოხერხდა. დამწვარია 4-5 კვ.მეტრის ფართობი, ქსეროქსის აპარატი, ლეპტოპი, საკანცელარიო ნივთები.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროსადენებს გაუჩნდა. მაღაზია რვასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზეა განთავსებული.