loader

"კოდუას იმდენ რამეს უკვეთავდა მერაბიშვილ-სააკაშვილი, შეკვეთები აერია" - გოგა ხაინდრავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კოდუას იმდენ რამეს უკვეთავდა მერაბიშვილ-სააკაშვილი, შეკვეთები აერია" - გოგა ხაინდრავა

გოგა ხაინდრავა კუდ-ის ყოფილი უფროსის ერეკლე კოდუას განცხადებას "შიზოფრენიას" უწოდებს და ამბობს, რომ კოდუას "შეკვეთები აერია" და მერაბიშვილ-სააკაშვილის შეკვეთა ბადრი პატარკაციშვილს დააბრალა. ამის შესახებ კინორეჟისორმა "მაესტროს" "ცხრიანში" ისაუბრა.

შეგახსენებთ, კუდ-ის ყოფილმა უფროსმა ე.წ "ლონდონის სპეცოპერაციის" დეტალები "რუსთავი 2"-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში პირველად გაასაჯაროვა. მისი განმარტებით, პატარკაციშვილმა ლონდონში შეხვედრისას თავისი გუნდის ის წევრები დაუსახელა, რომელიც კოდუას უნდა "მოეცილებინა", მათ შორის ერთ-ერთი გოგა ხაინდრავა იყო.

“This is schizophrenia” - Goga Khaindrava comments on Kodua’s scandalous statement - Watch the video on georgianews.ge


იხილეთ: ვის იცილებდა პატარკაციშვილი და რას ყვება ერეკლე კოდუა "რუსთავი 2"-თან