loader

მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა შეეფარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა შეეფარდა

მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, - აღნიშნული გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ წუხელ გვიან ღამით გამოიტანა.

მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს, რომლებიც საქართველოში არ იმყოფებიან, 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და "ტელე იმედში" შეჭრის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ედებათ ბრალად, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

მათთან ერთად ბრალდებულები არიან პატიმრობაში მყოფი დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი. მერაბიშვილსა და უგულავას პატიმრობა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე აქვთ შეფარდებული. ამ ეტაპზე პროკურატურას 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და "ტელე იმედში" შეჭრის საქმეზე უგულავასა და მერაბიშვილის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

Saakashvili sentenced pre-trial detention - Watch the video on georgianews.ge