loader

დედაენის ბაღში სიმამრმა სიძე მოკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დედაენის ბაღში სიმამრმა სიძე მოკლა

თბილისში, დედაენის ბაღში მდებარე ერთ-ერთ კაფეში მკვლელობა მოხდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, დედაენის ბაღში მდებარე ერთ-ერთ კაფეში ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკებისას, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი სიმამრმა სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა სიძეს, 1963 წელს დაბადებულ მერაბ მ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ადგილზევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.
1945 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მარიო ჭ. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით არის დაკავებული.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ფაქტებზე (საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით) მიმდინარეობს.