loader

შსს-მ ჩამორთმეული ავტომანქანები მესაკუთრეებს დაუბრუნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ ჩამორთმეული ავტომანქანები მესაკუთრეებს დაუბრუნა

შსს-მ 2006-2011 წლებში სისხლის სამართლის საქმეებზე ნივთმტკიცებად ამოღებული ხუთი ავტომანქანა მესაკუთრეებს დაუბრუნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტომფლობელები საქართველოში იმ პერიოდისთვის იმპორტირებული და საქართველოს შსს-ში რეგისტრირებული ავტომანქანების შეძენის შედეგად დაზარალდნენ. ავტომანქანების შეძენის შემდეგ დადგინდა, რომ მათი საიდენტიფიკაციო მონაცემები იყო შეცვლილი, რაც გახდა გამოძიების დაწყებისა და აღნიშნული ავტომანქანების ჩამორთმევის საფუძველი.

შსს-ს ცნობით, 2014 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის ერთობლივი ღონისძიებების შედეგად დადასტურდა, რომ ავტომანქანების შეძენა მოხდა კეთილსინდისიერად, ასევე გამოირიცხა დაზარალებული პირების რაიმე ფორმით მონაწილეობა მითითებულ დანაშაულში. აქედან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და 5 ერთეული სატრანსპორტო საშუალება კეთილსინდისიერ შემძენებს დაუბრუნა.