loader

შსს-ს გაფრთხილება მძღოლებს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შესვლასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-ს გაფრთხილება მძღოლებს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შესვლასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო "ევრო 4" სტანდარტის არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ აზერბაიჯანის მიერ მიღებულ ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყება განცხადებაში საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ახალი რეგულაციები 15 აგვისტოდან ამოქმედდება და ევრო 4 სტანდარტის არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებები აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაიშვებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეპატრონე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვრის კვეთისას შესაბამის ანგარიშზე შეიტანს ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულების 30%-დან 40%-მდე საგარანტიო თანხას.