loader

მერაბიშვილი-უგულავას პირველი და ემოციური შეხვედრა სასამართლოში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მერაბიშვილი-უგულავას პირველი და ემოციური შეხვედრა სასამართლოში

საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას სასამართლო პროცესი იმართება. დღევანდელ პროცესს ორივე ბრალდებული ესწრება. ყოფილი მაღალჩინოსნები ბრალდებულის სკამზე მოხვედრის შემდეგ, სასამართლოში პირველად შეხვდნენ. შეხვედრა საკმაოდ ემოციური გამოდგა: თბილისის ყოფილი მერი და ყოფილი შს მინისტრი ერთმანეთს გადაეხვივნენ, რასაც პროცესზე დამსწრეების ტაში და შეძახილები მოჰყვა.

უგულავა და მერაბიშვილი 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და "ტელეიმედში" შეჭრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან, დავით კეზერაშვილთან და ზურაბ ადეიშვილთან ერთად არიან ბრალდებულები. მათ ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ედებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. კეზერაშვილს, ადეიშვილსა და სააკაშვილს აღნიშნულ საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.

Emotional first meeting between Ugulava and Merabishvili in court - Watch the video on georgianews.ge