მაგიდის ჩოგბურთი თავდაცვის მინისტრთან - ირაკლი ალასანია ყანდაღარში დისლოცირებულ ბატალიონს ესტუმრა
11:16 / 09-08-2014
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლია ალასანიას ეროპორტში სამთო სადაზვერვო ბატალიონის ხელმძღვანელობა დახვდა.
მინისტრი დეტალურად გაეცნო ბატალიონის მისიის ამოცანას და ქართველი სამხედროების სამუშაო პირობებს. თავდაცვის მინისტრმა ბატალიონის დისლოცირების ადგილზე არსებული სამლოცველო და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრიც მოინახულა.
გარდა ამისა, ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე ქართველი სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. თავდაცვის მინისტრმა სამთო სადაზვერვო ბატალიონის 5 სამხედრო მოსამსახურე სახელმწიფო და უწყებრივი მედლებით დააჯილდოვა.