loader

ნარმანიასთან შეხვედრის პირველი დღე: ხალხმრავლობა და უკმაყოფილო თბილისელები მერიასთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნარმანიასთან შეხვედრის პირველი დღე: ხალხმრავლობა და უკმაყოფილო თბილისელები მერიასთან

თბილისის მერიასთან დღეს დილიდან ხალხმრავლობააა. მოქალაქეები ქალაქის ახლად არჩეულ მერთან შესახვედრად შეიკრიბნენ. შეკრებილები რიგში იდგნენ და მათი შესვლა შეხვედრაზე სიის მიხედვით ხდებოდა.

სიცხისა და ხალხმრავლობის გამო შეუძლოდ გახდა რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც ადგილზევე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. მერიასთან რიგში მდგარი მოქალაქეები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი ის გახდა, რომ ზოგიერთი მათგანი მერთან შეხვედრაზე შესვლას ურიგოდ ცდილობდა.

დედაქალაქის მერიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს მერიაში მოქალაქეთა ორი ათასზე მეტი განცხადება დარეგისტრირდა. იმისთვის, რომ მოქალაქე მოხვდეს მიღებაზე, ის იღებს რიგის ნომერს და ამ ნომრის შესაბამისად ხვდება საქალაქო სამსახურის უფროსს. იმ შემთხვევაში, თუ საქალაქო სამსახურის კომპეტენციას სცილდება ამა თუ იმ მოქალაქის საკითხის გადაწყვეტა, მას აქვს შესაძლებლობა, შეხვდეს მერის მოადგილეს ან მერს. ამასთან მერიის ადმინისტრაციის განმარტებით, ის მოქალაქეები, რომლებმაც დღეს ვერ შეძლეს მიღებაზე შესვლა, მიღების მომდევნო დღეებისთვის დარეგისტრირდებიან მოქმედი წესის შესაბამისად.