loader

ოლეგ მელნიკოვის სკანდალური აღიარება გირგვლიანის საქმეზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოლეგ მელნიკოვის სკანდალური აღიარება გირგვლიანის საქმეზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, ოლეგ მელნიკოვი გირგვლიანის საქმის ყველა ეპიზოდზე თავს დამნაშავედ თვლის. აღიარებითი ჩვენება მელნიკოვმა დღეს, გირგვლიანის საქმეზე საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე მისცა. როგორც მან აღნიშნა, დათა ახალაიამ დაწერილ ჩვენებაზე ხელი მოაწერინა. ამასთან, მელნიკოვმა განაცხადა, რომ გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ დათა ახალაია გენერალურ პროკურატურაში ზურაბ ადეიშვილს ახლდა, შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილთან გამართა შეხვედრა. მელნიკოვმა განაცხადა, რომ მაღალჩინოსნებმა შეიმუშავეს გეგმა და დათა ახალაიას დაწერილ გეგმას მიხეილ სააკაშვილიც დაეთანხმა, რომ გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ, საზოგადოებაში არსებული პროტესტი ჩაეხშოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს 4 თანამშრომლის დაკავებით.

მელნიკოვის თქმით, ამაზე თანხმობა არსებობდა როგორც ყოფილი მთავარი პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისგან, ასევე მიხეილ სააკაშვილისგან. მისი განცხადებით, მაღალჩინოსნების შეთანხმების მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხ თანამშრომელს დააკავებდნენ და შემდეგ კი გაათავისუფლებდნენ.

მელნიკოვმა აღიარებით ჩვენებაში ისიც განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ მუშაობდა, პლასტიკურ ბარათზე ხელფასი ყოველთვიურად ერიცხებოდა.