loader

დიდგორობის დღესასწაულზე ირაკლი ღარიბაშვილს დანა და სიგელი გადასცეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დიდგორობის დღესასწაულზე ირაკლი ღარიბაშვილს დანა და სიგელი გადასცეს

ირაკლი ღარიბაშვილმა შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისგან დიდგორობის სახალხო დღესასწაულზე საჩუქარი მიიღო.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს "ვაზიანი-2014" საველე სწავლებაში მონაწილეობისთვის საჩუქრად დანა და სიგელი გადასცეს.

სიგელი მთავრობის მეთაურმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძისგან მიიღო.

"ვაზიანი - 2014" საველე სწავლებაში მონაწილე პირადი შემადგენლობის სახელით კი პრემიერ-მინისტრს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალმა პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ სპეციალური საჩუქარი - დანა გადასცა.

“Our Didgori continues!” - Irakli Gharibashvili gifted with a knife - Watch the video on georgianews. ge