loader

"ეს ახლა ნორმალურია?!" -ალეკო ელისაშვილმა და დავით ზურაბიშვილმა საბურთალოზე დაგეგმილი მშენებლობების ადგილები დაათვალიერეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს ახლა ნორმალურია?!" -ალეკო ელისაშვილმა და დავით ზურაბიშვილმა საბურთალოზე დაგეგმილი მშენებლობების ადგილები დაათვალიერეს

თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა ალექსანდრე ელისაშვილმა და დავით ზურაბიშვილმა საბურთალოს რაიონის ის ადგილები მოინახულეს, სადაც მათი შეფასებით, უკანონო სამშენებლო ნებართვებია გაცემული.

დეპუტატები საბურთალოს გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად მიცკევიჩის, ონიაშვილის, ასათიანის ქუჩებზე დაგეგმილ მშენებლობების ადგილას მივიდნენ და მოსახლეობას შეხვდნენ. დაგეგმილია სხვა ქუჩებზე მისვლაც.

მიცკევიჩის N27-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყების ნებართვა გაცემულია რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსთან დამაკავშირებელ ერთადერთ გზაზე. ონიაშვილის ქუჩაზე, ე.წ. კერძო სახლებს შორის რამდენიმე სართულიანი კორპუსი შენდება.

როგორც მოსახლეობა განმარტავს, გაცემული ნებართვის მიხედვით, დარღვეულია სამშენებლო კოეფიციენტი, სამშენებლო სამუშაოები კი, მიმდებარე სახლებს აყენებს ზიანს. ასათიანის ქუჩის მცხოვრებლები ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ეზოში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას აპროტესტებენ.