loader

როგორ დასჯიან მიკროავტობუსების მძღოლებს კონდიციონერის ჩაურთველობის გამო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ დასჯიან მიკროავტობუსების მძღოლებს კონდიციონერის ჩაურთველობის გამო

კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" სამარშრუტო ტაქსის მძღოლებისთვის კონდიციონერის ჩაურთველობის გამო, ადმინისტრაციულ ზომებს ამკაცრებს.

როგორც პრესკონფერენციაზე "თბილისის მიკროავტობუსის" გენერალურმა დირექტორმა დავით ასანიძემ განაცხადა, მიკროავტობუსებში კონდიცირების სისტემის ამოქმედებასთან არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით კომპანიამ თბილისის მერიის ახალ ხელმძღვანელობასთან კონსულტაციების შემდეგ მძღოლების მიმართ ადმინისტრაციული ზომების გამკაცრება დაიწყო.