loader

სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის ყოფილი უფროსი მის დაკავებას არ გამორიცხავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის ყოფილი უფროსი მის დაკავებას არ გამორიცხავს

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია პროკურატურაში ადვოკატ გოგიტა გაბაიძესთან ერთად გამოცხადდა.

ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, ელოდება თუ არა იგი ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ დაკავებას, ჯანაშიამ განაცხადა, რომ ყველაფერია მოსალოდნელი.

მისი თქმით, ხარჯებს, რომელზეც ბრალდებაშია საუბარი, იწერდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და თითოეული თეთრი კანონიერად არის დახარჯული.

ამასთან, პროკურატურაში საქმის მასალების გასაცნობად ჯანაშიასთან ერთად საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატი ოთარ კახიძეც მივიდა.