loader

საქართველოს ახალგაზრდა ელჩი 10 ქვეყანაში ეყოლება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს ახალგაზრდა ელჩი 10 ქვეყანაში ეყოლება

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში "საქართველოს ახალგაზრდა ელჩების" პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია დაესწრნენ. მათ პროექტის მნიშვნელობასა და მიზნების შესახებ ისაუბრეს.

პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება და მისი აქტიური მხარდამჭერები არიან დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, რომელიც მიაწვდის ინფორმაციას საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც შუამავლის ფუნქციას შეასრულებს პროექტის მომავალ მონაწილეებსა და სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებს შორის.

საქართველოს ახალგაზრდა ელჩი 10 ქვეყანაში ეყოლება, კერძოდ: აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრიაში, ლიტვაში, პოლონეთში, უკრაინაში, ჩეხეთსა და თურქეთში.