loader

ირაკლი ალასანია ”ძლიერთა თამაშებში” - დაჭრილი სამხედროების მხარდასაჭერად მარათონი გაიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ალასანია ”ძლიერთა თამაშებში” - დაჭრილი სამხედროების მხარდასაჭერად მარათონი გაიმართა

ლისის ტბის ტერიტორიაზე დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების მხარდასაჭერად მარათონი გაიმართა. სპორტული შეჯიბრი "ძლიერთა თამაშების" (Invictus Games) პროექტის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.

გარბენში პროექტში მონაწილე სამხედროებთან ერთად, ის ამპუტირებული სამხედრო მოსამსახურეებიც ჩაერთვნენ, რომლებსაც უახლესი ტექნოლოგიების პროთეზები დაუმზადდათ.

დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად 1100 მეტრი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემაც გაირბინეს.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილე ჯონ გედისი და თავდაცვის ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი ნიკ ვილკესი, ასევე, პარაოლიმპიური მოძრაობის მძლეოსნები, ჯარის მეგობართა საზოგადოების წარმომადგენლები და პროექტის მხარდამჭერები.