X
ქურდობისა და თაღლითობის ბრალდებით ირანის ორი მოქალაქე დააკავეს
14:22 / 16-08-2014
შსს-ს თანამშრომლებმა ქურდობისა და თაღლითობის ბრალდებით ირანის ისლამური რესპუბლიკის ორი მოქალაქე – 1976 წელს დაბადებული საიედ ა. და 1989 წელს დაბადებული შაჰრამ რ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მეორე განყოფილების და ვაკე-საბურთალოს რაიონული სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის და თაღლითობის ბრალდებით, ორი ადამიანი დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები 12 ივლისს თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე, აფთიაქ "ფარმადეპოში" ფარულად დაეუფლნენ 230 ლარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა საიედ ა. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე დღეში თბილისში, სხულუხიას ქუჩაზე, ხოლო შაჰრამ რ. რამიშვილის ქუჩაზე დააკავეს.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ 10 ივლისს საიედ ა-მ ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე "ბი-თი-ეი" ბანკის მოლარე-ოპერატორს 650 ევრო და 1900 დოლარი მოჰპარა, ხოლო იმავე დღეს, მელიქიშვილის ქუჩაზე, სავალუტო ჯიხურში თაღლითურად დაეუფლა 2 380 ლარს. საიედ ა-მ თანამზრახველ შაჰრამ რ-სთან ერთად 11-12 ივლისს ანალოგიური დანაშაულები თბილისშიც ჩაიდინა, კერძოდ: ბრალდებულებმა მეველის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი სავალუტო ჯიხურიდან – 3 700 დოლარი, ხოლო ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე "ი პჰონე+"-ის მაღაზიიდან 5 250 ლარი და ორი ცალი ძვირადღირებული მობილური ტელეფონი მოიპარეს.

გამოძიება ქურდობის და თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“ეს რომ აქვს კირჩხიბს, მე ასეთი არ ვიცი რა“ - როგორ ახასიათებს მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ყველა ნიშანს და რა თვისებებს აიღებდა მათგან?
“დღეს პირველად გავიგე რა არის სიკვდილი!“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი საზარელი ავარიის შესახებ წერს
როდის მთავრდება გოგონებში ზრდა და რა ფაქტორები მოქმედებს სიმაღლეზე?
ნინო ჩხეიძისა და ირაკლი კაკაბაძის ახალმა დუეტმა ინტერნეტი ააფეთქა - რა მოხდა გადაცემის მსვლელობისას?
“ყველაზე მაგარი ტაქსის მძღოლი“ - რა ვიდეოს უქვეყნებს მერაბ დვალიშვილი ლიანა ჯოჯუას ლას- ვეგასიდან?
“უჩივლებ მამულიჩ?“ - ლელა წურწუმიამ ქმარს “ორთაბრძოლაში“ მოუგო
ულამაზესი სანახაობა გლდანში - ვიდეო ინტერნეტ ჰიტი გახდა
“მიყვარხარ პატრიარქო“ - უწმინდესისა პატარა ბიჭის ემოციურმა ვიდეომ ინტერნეტი დაიპყრო