loader

გუნდი, რომლისთვისაც სიმართლე უმთავრესია - რადიო "პალიტრა" 6 წლისაა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გუნდი, რომლისთვისაც სიმართლე უმთავრესია - რადიო "პალიტრა" 6 წლისაა

ახალი ინფორმაციით დილა FM 103,9-ზე ერთგულ მსმენელებთან ერთად უკვე 6 წელია იწყება. რადიოს, რომელიც რეალურ დროში თქვენს ინფორმირებას ყოველ ნახევარ საათში უზრუნველყოფს, დღეს ლიდერის გარდა იუბილარის სტატუსიც აქვს. მორალური და პროფესიული პრინციპების დაცვა - ომიდან მშვიდობამდე განვლილი 6 წლის თავზე მოქმედი თუ ყოფილი ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ამოცანა, რის გამოც "პალიტრა" შეიქმნა, შესრულებულია. სწორედ ამიტომ იუბილარი რადიო დღეს ათასობით მსმენელის საიმედო თანამგზავრია.

გუნდისთვის, რომელსაც "პალიტრა ტვ"-თი იცნობთ და FM 103,9-ზე უსმენთ, სიმართლე უმთავრესია. ძირითადი პრინციპის ერთგულებისთვის, ერთგული მსმენელების სახით 6 წლის განმავლობაში ათასობამდე მეგობარი შეიძინა. განვითარების საინტერესო გზის ისტორია "პალიტრის" სიხშირეზე უწყვეტ რეჟიმში იქმნება.

რადიო ტელევიზიის ფუნქციით მუშაობას იგივე პრინციპით და უცვლელი დაპირებით განაგრძობს – ყველაზე საინტერესოდ მოლაპარაკე რადიოს მსმენელი არასდროს იქნება მოტყუებული.

Trusted companion to listeners - Radio Palitra turns 6 years old - Watch the video on georgianews.ge