loader

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით "სუბუტექსი" ამოიღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით "სუბუტექსი" ამოიღეს

სამართალდამცავებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით "სუბუტექსი" ამოიღეს. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს, მეორე სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1958 წელს დაბადებული რობერტ შ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 3 აბი და აბის ნატეხი, ხოლო მისი საცხოვრებელი ბინიდან 88 აბი და აბის ნატეხი "სუბუტექსი" ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 0,7322 ბუპრენორფინს შეიცავს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).