loader

ლუგანსკში სეპარატისტებმა დევნილთა კოლონა დაცხრილეს - დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლუგანსკში სეპარატისტებმა დევნილთა კოლონა დაცხრილეს - დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები

უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს პრესსპიკერის, ანდრეი ლისენკოს ინფორმაციით, ლუგანსკის ოლქის სოფელ ხრიაშჩევატოეში დევნილების კოლონის დაცხრილვის შედეგად ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ქალები და ბავშვები.

"დაიღუპა ბევრი ადამიანი, მათ შორის, ქალები და ბავშვები. მსხვერპლის რაოდენობა ზუსტდება", - განაცხადა ლისენკომ.

მისივე ინფორმაციით, დევნილების კოლონას ცეცხლი "გრადის" ტიპის ზალპური დანადგარებითა და ნაღმმტყორცნებით გაუხსნეს, რის შედეგადაც არაერთი დევნილი ცოცხლად დაიწვა ტრანსპორტში, რომლითაც გადაადგილდებოდა.

არსებული ინფორმაციით, დევნილებს ცეცხლი სეპარატისტებმა გაუხსნეს.