loader

ექვსი შვილის მამამ 47 წლის ასაკში სქესი შეიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ექვსი შვილის მამამ 47 წლის ასაკში სქესი შეიცვალა

ექვსი შვილის მამამ, ამერიკელმა მარკ ჰიუსმა 47 წლის ასაკში თითქმის ყველა მეგობარი და ოჯახის წევრი დაკარგა - მისი წინა ცხოვრება, 47 წლამდე, წარსულში დარჩა. საქმე ისაა, რომ მარკი ჯერ კიდევ ბავშვობიდან გრძნობდა, რომ კაცად შეცდომით დაიბადა, მაგრამ სწორედ ყველაფრის დაკარგვის შიშით ამას ვერავის ეუბნებოდა. ის დაქორწინდა და ექვსი შვილი შეეძინა, მაგრამ გულის სიღრმეში ყოველთვის ოცნებობდა, რომ ერთ დილას ქალად გაიღვიძებდა.

ეს სასწაული რომ არ მოხდა, მარკმა იფიქრა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო და თვითონვე შეუდგა საქმეს. მან ყველას შეატყობინა თავისი მიდრეკილებების შესახებ და ოპერაცია გაიკეთა. ახლა მარკი ტრანსგენდერია და ები ჰქვია. სამწუხაროდ, ეს ძალიან ძვირად დაუჯდა - შვილებს და ოჯახის სხვა წევრებს ვეღარ ნახულობს, მეგობრებმაც ზურგი აქციეს, მაგრამ ამბობს, რომ მიუხედავად ამისა, ძალიან ბედნიერია, რადგან როგორც იქნა, თავის ნამდვილ სხეულში აღმოჩნდა და იმედი აქვს, რომ ოდესმე შვილები გაუგებენ და აპატიებენ.