loader

პრეზიდენტის ფუნქცია, როგორც ჩვენი ქვეყნის მთავარსარდლის, გარანტირებული იქნება - ირაკლი ალასანია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრეზიდენტის ფუნქცია, როგორც ჩვენი ქვეყნის მთავარსარდლის, გარანტირებული იქნება - ირაკლი ალასანია

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქცია გარანტირებული იქნება.

ამის პარალელურად, ალასანია მიიჩნევს, რომ რიგ კანონმდებლობაში ცვლილების შეტანა, რათა ის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოვიდეს, აუცილებელია.

რაც შეეხება ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ პრეზიდენტის ხედვებს, თავდაცვის მინისტრის განმარტებით, უშიშროების საბჭო პრეზიდენტის სათათბირო ორგანოა და როგორი ფორმითაც იქნება მისი მუშაობა მისაღები ქვეყნის პირველი პირისთვის, ისე იქნება აწყობილი ამ ორგანოს ფუნქციონირება.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ საკუთარი ხედვა წარმოადგინა. პრეზიდენტი საბჭოს მუდმივმოქმედი შემადგენლობის გაფართოების საჭიროებას ხედავს და მიიჩნევს, რომ მას პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე, თავდაცვის და საგარეო საქმეთა საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვანელებიც უნდა დაემატონ.