loader

დარიალის ხეობაში სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დარიალის ხეობაში სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დარიალის ხეობაში სტიქიასთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება გააკეთა.

პრემიერის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი სტიქიის ზონაში ჩასვლას ვერ ახერხებს, რადგან ოფიციალური ვიზიტით სომხეთში მიემგზავრება, თუმცა მუდმივი კავშირი ექნება კრიზისების მართვის შტაბთან და ხეობაში მიმდინარე სამუშაოებზე სრულ ინფორმაციას მიიღებს.

ღამით დარიალის ხეობაში ინტენსიურ წვიმას და ღვარცოფს კვლავ მოჰყვა მეწყერის ჩამოწოლა და სამწუხაროდ, გაუჩინარებულია ორი ადამიანი, რომლებიც გაწმენდით სამუშაოებზე, გვირაბში მუშაობდნენ.