loader

სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის თანამშრომელმა ახალგაზრდა ქალი დახრჩობას გადაარჩინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის თანამშრომელმა ახალგაზრდა ქალი დახრჩობას გადაარჩინა

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უმცროსმა სერჟანტმა ახალგაზრდა ქალი დახრჩობას გადაარჩინა. გოგონა თვითმკვლელობის მიზნით მტკვარში გადახტა. მალხაზ სინჯარაძემ ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას შენიშნა და ნაპირზე გამოიყვანა. შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდნენ სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.