loader

საქართველოში 6 წლის მანძილზე კანონიერად მცხოვრები უცხოელი მუდმივი ცხოვრების უფლებას მიიღებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში 6 წლის მანძილზე კანონიერად მცხოვრები უცხოელი მუდმივი ცხოვრების უფლებას მიიღებს

იმ უცხოელს, ვინც 6 წლის განმავლობაში კანონიერად იცხოვრებს საქართველოში ბინადრობის მოწმობის საფუძველზე, შეეძლება, მუდმივი ცხოვრების უფლება მიიღოს  - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, გამარტივებული წესით მიენიჭებათ მუდმივი ცხოვრების უფლება ასევე ყველა იმ ადამიანს, რომლებიც წარსულში იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და სხვადასხვა მიზეზით დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა. მათ გამარტივებული გზით შეეძლებათ, საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლება მოიპოვონ.