loader

ცირკში წარმოდგენის დროს ლომმა მაყურებელი დაგლიჯა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცირკში წარმოდგენის დროს ლომმა მაყურებელი დაგლიჯა

პერუს ცირკში ლომი მაყურებელს - მასწავლებელ როკსანა გევარას დაესხა თავს. ქალი შოუზე საკუთარ კლასთან ერთად მივიდა. ამასთან, მწვრთნელმა გევარა არენაზე გაიყვანა იმის საჩვენებლად, რომ მტაცებელი სრულიად უვნებელია.

ლომი სმიტი ქალს ყელში წვდა და გაათრია. მწვრთნელმა ცხოველს ჯოხი მანამდე ურტყა, სანამ ლომმა პირი არ გააღო. ქალი საავადმყოფოში მკერდისა და ყელის არეში ღრმა ჭრილობებით გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.