loader

ყვარლის რაიონში ტყეში ხანძარი გაჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყვარლის რაიონში ტყეში ხანძარი გაჩნდა

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხანძარსაწინააღმდეგო სამმართველოს ხელმძღვანელებმა და სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს სამაშველო ჯგუფებმა კახეთში, ყვარლის რაიონში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება შეძლეს.

ხანძარი ჩალის ტბის მიმდებარედ, ტყის მასივის დაახლოებით 15-20 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული. კლდოვანი რელიეფის გამო გართულებულია სახმელეთო ტექნიკის და სახანძრო მანქანების გადაადგილება. მაშველები ხანძარს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების საშუალებით აქრობენ. ხანძრის ცალკეული კერები ლოკალიზებულია.