loader

შეშლილმა მამამ 2 წლის შვილი მძევლად აიყვანა და მისი მოკვლით იმუქრებოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შეშლილმა მამამ 2 წლის შვილი მძევლად აიყვანა და მისი მოკვლით იმუქრებოდა

რუსეთში, ქალაქ უფაში ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარი ვაჟი მძევლად აიყვანა და მისი მოკვლით იმუქრებოდა. ინციდენტს წინ ოჯახური კონფლიქტი უძღოდა, რა დროსაც კაცმა მეუღლე და ბავშვი ქუჩაში გაყარა და აიძულა, გაშიშვლებულიყვნენ.

შეშლილი ქმრისგან დამალვას ქალი ავტოფარეხში ცდილობდა. მისი ყვირილი მეზობელმა გაიგო და პოლიცია გამოიძახა, მაგრამ დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა საკუთარი შვილი დაიჭირა და ცოცხალ ფარად დაიყენა.

შეურაცხად მამასთან მოლაპარაკებები ერთი საათი გაგრძელდა, რის შემდეგაც მისი დაკავება მოხერხდა. დაპატიმრების მომენტში მან პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და ერთ-ერთ პოლიციელს დაფა დაარტყა. სამართალდამცავებმა ბიჭუნას გათავისუფლება მოახერხეს, რის შემდეგაც გაირკვა, რომ ბავშვი ბასრი საგნით, სავარაუდოდ, დანით მსუბუქად იყო დაჭრილი.