loader

ბაყაყები და ლეიშმანიოზის საფრთხე შუაგულ თბილისში: საშიში ხელოვნური ტბა ავლაბარში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბაყაყები და ლეიშმანიოზის საფრთხე შუაგულ თბილისში: საშიში ხელოვნური ტბა ავლაბარში

ავლაბარში, მიტოვებული მშენებლობის ადგილას წარმოქმნილ ხელოვნურ ტბაში, რამდენიმე დღის წინ ბავშვი ჩავარდა. უსინათლოთა სკოლის დირექტორის თქმით, 6 წელია, რაც გუთნისა და ფოსტის ქუჩების კუთხეში მშენებლობისთვის გაჭრილი საძირკველი წყლით არის სავსე და საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას და გვერდით მდებარე უსინათლოთა სკოლა-პანსიონატის აღსაზრდელებს.

ღობემორღვეულ ტერიტორიაზე დაგუბებულ წყალში ბავშვის ჩავარდნის ფაქტი პირველი არ არის. მსგავსი შემთხვევა გასულ ზამთარსაც მოხდა. ავლაბარში არსებული ე.წ ხელოვნური ტბის პრობლემა უკვე ცნობილია თბილისის ახალი მთავრობისთვის. ისნის რაიონის გამგებლის, ვახტანგ ქიზიყურაშვილის ინფორმაციით, ის აღნიშნული ტერიტორიის მეპატრონეებს შეხვდა და მათგან სამშენებლო სამუშაოების დაწყების პირობაც მიიღო.

ავტორები: ნათია ლეშკაშელი; გიგა ხურცილავა

ასევე იხილეთ: "ანომალია" თბილისის ცენტრში - ახალი ტბა ავლაბარში