loader

"უმჯობესია, რუსეთთან საქმე არ დაიჭირონ" - ვლადიმერ პუტინი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უმჯობესია, რუსეთთან საქმე არ დაიჭირონ" - ვლადიმერ პუტინი

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთს არ სურს კონფლიქტები და პარტნიორებმა უნდა გაიგონ, რომ უმჯობესია, რუსეთთან საქმე არ დაიჭირონ. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი შორს არის ფართომასშტაბიან კონფლიქტებში ჩარევისგან, ამის სურვილი არ აქვს და არც აპირებს.

ვლადიმერ პუტინმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბირთვული სახელმწიფოა და ბირთვული შემაკავებელი ძალების გაძლიერებას აპირებს.

"ჩვენ ვაგრძელებთ ამ პოტენციალის გაზრდას და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ არა ვინმეს დამუქრებისთვის, არამედ საკუთარი უსაფრთხოებისა და სიმშვიდისთვის", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.