loader

მეტრო "დიდუბესთან" ავტოსადგურ "რუსეთის" აბრა სისხლისფრად შეღებეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მეტრო "დიდუბესთან" ავტოსადგურ "რუსეთის" აბრა სისხლისფრად შეღებეს

მეტრო "დიდუბესთან" ავტოსადგური "რუსეთის" აბრა დაუდგენელმა პირებმა წითელი საღებავით შეღებეს. ახლომდებარე ავტოსადგომის თანამშრომელი აცხადებს, რომ აბრა სამი დღის წინ შეღებილი დახვდათ. რაც შეეხება ავტოსადგურ "რუსეთის" თანამშრომლებს, მათ კამერასთან საუბარი არ ისურვეს, თუმცა აღნიშნეს, რომ აბრის პოპულარობა მათთვის გაუგებარია. როგორც ერთ-ერთმა მათგანმა პირად საუბარში განმარტა, ორგანიზაცია მისი საკუთრებაა და რასაც უნდა იმას დაარქმევს. ავტოსადგური რეისებს რუსეთისა და საბერძნეთის მიმართულებით ახორციელებს.

აღნიშნული აბრა სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ აქტიურად აიტაცეს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა ხელახალი აგრესია წამოიწყო, ამჯერად უკრაინის ტერიტორიაზე.

ავტორები: თეა ბითაძე, გიორგი ღუდუშაური