loader

ვიდეო, რომელიც დაგაფიქრებთ: 2050 წელს "კლიმატური ჯოჯოხეთი" გველის? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვიდეო, რომელიც დაგაფიქრებთ: 2050 წელს "კლიმატური ჯოჯოხეთი" გველის?

გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ (WMO) ვიდეორგოლი - "მომავლის ამინდის პროგნოზი" გადაიღო, რომელშიც მონაწილეობა ამინდის პროგნოზის მსოფლიოში ცნობილმა წამყვანებმა მიიღეს.

ისინი 2050 წლის საინფორმაციო გამოშვებებში ფლორიდაში კატასტროფული წყალდიდობის, არიზონაში ძლიერი გვალვის და მსოფლიოს სხვა კუთხეებში დამღუპველი ბუნებრივი კატაკლიზმების შესახებ ჰყვებიან. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია, გლობალური დათბობის ტემპების გათვალისწინებით, არ გამორიცხავს, რომ 40 წლის შემდეგ ასეთი ამინდის პროგნოზი რეალობაში განხორციელდეს.

გარემოს ცვლილებებთან დაკავშირებით, გაეროს მთავრობათაშორისმა პანელმა 2013 წელს მიიღო რეზოლუცია, რომელმაც ცხადყო, რომ ატმოსფეროში სათბურის გაზების კონცენტრაციის ზრდა, რაც 95 პროცენტით ადამიანების საქმიანობით არის გამოწვეული, კლიმატურ სისტემაზე დამღუპველ გავლენას ახდენს. ბოლო 50 წლის მანძილზე სათბურის ეფექტი გლობალური დათბობის ბუნებრივ პროცესს აჩქარებს, რასაც ევროპაში წყალდიდობები და გვალვა ადასტურებს.