loader

ვაკეში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვაკეში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

თბილისში, აბაშიძის ქ. #50-თან მკვლელობა მოხდა. შემთხვევის ადგილი სამართალდამცველებმა ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს. ჯერჯერობით ისინი კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა, ადგილზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოკლულია 25 წლამდე ასაკის ლაშა მახარაძე.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა ორჯერ გასროლა, რის შედეგადაც გარდაცვლილის გარდა კიდევ ერთი პირი დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციითვე, ლაშა მახარაძე საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

იმ ტერიტორიაზე, სადაც შემთხვევა მოხდა, "გოლფის" მარკის ავტომობილი დგას, რომლიდანაც ანაბეჭდები აიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Young man murdered at Abashidze Street in Tbilisi - Watch the video on georgianews.ge